,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017-ის ფარგლებში”, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2017 წლის 3 ოქტომბერს, თესაუ-ში, საჯარო ლექცია -,,კახეთის რეგიონის მცენარეული მრავალფეროვნება და მისი ისტორია“ -ჩატარდა.
ლექცია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კახეთის რეგიონის კოორდინატორმა და ადგილობრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოების ხელმძღვანელმა, თესაუ-ს მოწვეულმა მასწავლებლმა, კახა სუხიტაშვილმა, გამართა.
შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა და ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კახა სუხიტაშვილმა საჯარო ლექციაზე კახეთის რეგიონის მცენარეული საფარის ისტორიის, საქართველოს ფლორის განვითარების, ფლორისტიკული შემადგენლობის და სხვა თემების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
საჯარო ლექციას თესაუ-ს პროფესორ- მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.