იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
ევროკომისიის წარმომადგენელი თესაუ-ში

     ევროკომისიის წარმომადგენელი, ბორიანა კირკოროვა, 3 ოქტომბერს, თესაუ-ში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ირმა შიოშვილის  შეხვდა. 

    შეხვედრის მიზანს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის- „თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“-  განხორციელებული საქმიანობების შეფასება  წარმოადგენდა.

    სტუმარმა, რექტორთან ერთად,  თესაუ-ში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოწყობილი სადემონსტრაციონაკვეთიცმოინახულა.

   შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე, კერძოდ,    ვეტერინარიის პროგრამის და სათბურის მოწყობის გეგმებზეც ისაუბრეს.

   ევროკავშირისმიერ, ENPARD-ის პროგრამით, დაფინანსებულ პროექტს - „თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“ -საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთოვრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით, ახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5411