3 ოქტომბერს, თესაუ-ში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა, ერასმუს + გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით.
პროგრამა ეხება სამივე საფეხურის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, თამარ ასლანიშვილმა, დამსწრეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ტუშას (იტალია) და პოჟეგას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტებში მობილობასთან და წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.
სტუდენტებისათვის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში 25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ჩატარდება ტესტირება უცხო ენაში, 27 ოქტომბერს, 10:00 საათზე კი,- გასაუბრება. საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი. მობილობის პერიოდი- 2017 წ. 8 იანვარი- 30ივნისი.
აგრარული მიმართულების აკადემიური პერსონალისათვის, საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 5 ოქტომბერია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.