იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შეხვედრა თესაუ-ში

     2  ოქტომბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით,  მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ექსპერტებისა და კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა.  

     ტრენინგზე  საუბარი მოდულური პროგრამების დანერგვის საკითხებს შეეხო.

     სამუშაო შეხვედრას თესაუ-ს რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი,  თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტის, კოლეჯი ,,პრესტიჟის" და კოლეჯი ,,აისის" პროფესიული პროგრამების წარმომადგენელები დაესწრნენ.

    ტრენინგი ორდღიანია და თესაუ-ში კიდევ ერთი შეხვედრა 3 ოქტომბერს გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 3642