იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის (COST Actions) საინფორმაციო დღე

  მეცნიერებისა და ინოვაციების 2017 წლის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და  COST ასოციაციის ხელშეწყობით, 2017 წლის 2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიგაიმართებამეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამის  ,,COST Actions”-ების საინფორმაციო დღე (  პირველი კორპუსი, #115 აუდიტორია).

   საინფორმაციო დღეს გაუძღვება COST-ის ასოციაციის წარმომადგენელი, სამეცნიერო მიმართულების ოფიცერი ქ-ნი ინგა დადეშიძე,რომელიც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაცია COST actions-ით გათვალისწინებული შესაძლებლობებისა და მასში მონაწილეობის წესების შესახებ.

   მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის პროგრამა - COST”-იფინანსდება ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 ბიუჯეტიდან. COST-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის მასშტაბით მკვლევრების მობილობის ზრდასა და მათი სამეცნიერო გამორჩეულობის დამკვიდრებას COST აქციებში (COST Actions) ჩართვის გზით, სხვადასხვა ე.წ. „networking” ინსტრუმენტების გამოყენებით.

    საინფორმაციო დღეზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: h2020georgia@gmail.com2017 წლის 1 ოქტომბრის 5 საათამდე.

ანონის ბმული:  http://horizon2020.ge/?p=1994

COST Actions-ების შესახებ ინფორმაცია:  http://horizon2020.ge/?p=1960 ;

http://www.cost.eu/COST_Actions

 

სამეცნიერო ფესტივალის პროგრამა:  http://tbilisisciencefestival.ge/programme-of-the-festival/?lang=en

 
მნახველთა რაოდენობა: 3357
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'