იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ განათლების გამოფენაზე-„მომავალი შენია“

      პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკონტაქტების მიზნით, 29 სექტემბერს, თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში,  განათლების გამოფენა- „მომავალი შენია“ -გაიმართა. 

       გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ რეგიონში მოქმედი დამსაქმებელი ორგანიზაციები, რომლებთანაც  სამუშაოს მაძიებლებს  უშუალო კონტაქტის შესაძლებლობა ჰქონდათ.

       პროექტში,  რომელიც საქართველოს მასშტაბით,  უპრეცენდენტოა, მონაწილეობა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების და სამსახურების  წარმომადგენლებმა მიიღეს.   პროგრამის ფარგლებში, მათ დამსწრე  საზოგადოებას  ინფორმაცია  აკადემიური  და  პრაქტიკული განათლების შესახებ მიაწოდეს.
      განათლების გამოფენაში მონაწილეობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა მიიღეს და პრეზენტაცია გამართეს.
      ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი და  ადგილობრივი ხელისუფლების  სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

     განათლების და დასაქმების გამოფენა თელავში მესამე წელია, იმართება,  რომლის პატრონაჟს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3786