იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
წმინდა ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თესაუ-ში

      29 სექტემბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით,  თესაუ-ში,  წმინდა ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.  

       ღონისძიებას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი ქადაგიშვილი,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე,  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორი ირმა შიოშვილი,  პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

        კონფერენცის მონაწილეებს სიტყვით თესაუ-ს რექტორმა, მიტროპოლიტმა, კახეთის გუბერნატორმა და სხვა სტუმრებმა მიმართეს. გამომსვლელებმა წმინდა ქეთევან დედოფლის ღვაწლის და თავდადების შესახებ ისაუბრეს.

       კონფერენციის მოხსენებათა თემები წმინდა დედოფლის ბიოგრაფიას, კახეთის სამეფოს ტრაგედიას, უცხოურ წყაროებს და სხვა თემატიკას შეეხებოდა.

      ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს, ექვსი თვით, ჩამოაბრძანეს. 

 
მნახველთა რაოდენობა: 3221
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.