იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
2017 წლის 3 ოქტომბერს, 13:00 სთ-ზე, ჩატარდება მასტერკლასი თემაზე-
„ტრადიციულიდან ქსელურ ინტერაქტიურ აუდიტორიამდე.“
მასტერკლასის მიზანია აუდიტორიისათვის სასწავლო-კვლევით პროცესში ვირტუალური სასწავლო გარემოს მენეჯმენტში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდოლოგიის გაცნობა.
ღონისძიებას წარუძღვებიან ავტორები:
მარიამ ზაქარიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ინფორმატიკის მიმართულებით;
ირაკლი ჭიჭაშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, უნივერსიტეტის მატერიალურ ფასეულობათა უფროსი ტექნიკოსი;
ჩატარების ადგილი: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, მესამე სართული, აუდიტორია N54
მსურველებს ვთხოვთ დასწრების შესახებ შეგვატყობინონ ელექტრონულ ფოსტაზე: mbagrationi@yahoo.com
ან მობრძანდეთ მითითებულ აუდიტორიაში და გაიარეთ რეგისტრაცია.
მასტერკლასი გათვალისწინებულია 15-20 მონაწილეზე.
გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.