იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორვატიის ქალაქ პოჟეგას უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებიან.
უცხოელი სტუმრები 27 სექტემბერს თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებს, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.
ხორვატიის უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების პროფესორებმა პარტნიორი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინფორმაცია ხორვატიის ისტორიის, კულტურის და პოჟეგას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს. თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს პოჟეგას უნივერსიტეტში მობილობასთან და მის ვადებთან დაკავშირებით მიეწოდათ ინფორმაცია.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პატრნიორი ხორვატიის რესპუბლიკის ქალაქ პოჟეგას უნივერსიტეტი თესაუ-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ერთი წლის განმავლობაში უმასპინძლებს.
პროექტის აქტივობებს, რომლებიც 2017-2018 აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდება, ერასმუს+ -ის ფარგლებში, ევროკომისია დააფინანსებს.