იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს ხორვატიის პოჟეგას უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობენ

      იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ხორვატიის  ქალაქ პოჟეგას  უნივერსიტეტის წარმომადგენლები  იმყოფებიან.

      უცხოელი სტუმრები 27 სექტემბერს  თესაუ-ს  საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებს, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანს, სტუდენტებს  და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.

      ხორვატიის უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების  პროფესორებმა პარტნიორი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს  ინფორმაცია ხორვატიის ისტორიის, კულტურის  და პოჟეგას უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს. თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს პოჟეგას უნივერსიტეტში მობილობასთან და მის ვადებთან დაკავშირებით მიეწოდათ ინფორმაცია.

      თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პატრნიორი ხორვატიის რესპუბლიკის ქალაქ პოჟეგას  უნივერსიტეტი  თესაუ-ს   აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს  ერთი წლის განმავლობაში   უმასპინძლებს.          

      პროექტის აქტივობებს,  რომლებიც   2017-2018 აკადემიური  სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდება,  ერასმუს+ -ის  ფარგლებში,  ევროკომისია დააფინანსებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5981
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.