ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) ორგანიზებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან (GBA) თანამშრომლობის ფარგლებში, 28 სექტემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე- ,,მედიაცია - საქმიანობის ახალი სფერო საქართველოში და სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები”- გაიმართა.
ლექცია მოსამართლეები, ადვოკატები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, იურიდიული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას უძღვებოდნენ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ექსპერტები, სამართლის დოქტორი, ასოც. პროფესორი, სერტიფიცირებული მედიატორი - გიორგი ცერცვაძე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, სერთიფიცირებული მედიატორი - ირაკლი ყანდაშვილი, ასისტ. პროფესორი, სერტიფიცირებული მედიატორი - დავის ალტერნატიული გადაწყვეტოს ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნათია ჩიტაშვილი.
საჯარო ლექცია მიზნად ისახავს მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებისა და რეგულირების პერსპექტივების, დავის გადაწყვეტის საშუალებათა სისტემაში მედიაციის უპირატესობების და სხვა საკითხების გაცნობას.
მედიაციის ცნობიერების ამაღლების პროგრამა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის- ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ -ხელშეწყობით ხორციელდება.