20 სექტემბერს , იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა მისაღები გამოცდები დოქტურანტურაში.
საგამოცდო პროცესი სპეციალობასა და უცხო ენაში მიმდინარეობდა.
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის გამოყენებითი ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე 9 მსურველი დარეგისტრირდა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მეტეოროლოგია -კლიმატოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე-2 და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე-2 მსურველი.
საგამოცდო პროცესს საგამოცდო ცენტრი ხელმძღვანელობს.