იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორების და სტუდენტების აღმოჩენა ვაშლობში

       იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა     ფასანაურთან ახლოს, სოფელ ვაშლობში,  ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაულის სახელს ატარებს.

        ექსპედიციაში, რომელსაც   თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტი,  არქეოლოგიის დოქტორი  გიორგი ლაღიაშვილი ხელმძღვანელობდა,  უნივერსიტეტის  ასისტენტ-პროფესორი დავით ჯავახიშვილი  და  ისტორიის სპეციალობის სტუდენტები  მონაწილეობდნენ.

       საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ექსპედიციის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური  გათხრების შედეგად, მიწის 2 მეტრიანი ფენის ქვეშ ტაძრის თითქმის მთელი კონტურები იკითხება.  მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამარხებიც.

            2018 წელს, აღნიშნულ ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების გაგრძელება და სარესტავრაციო სამუშაობის ჩატარტება იგეგმება.

   

 
მნახველთა რაოდენობა: 4436