ევროკომისიის მიერ დაფინანსებული 2017 წლის პროექტების სია ცნობილია. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკომისიის ორ პროექტში, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, ჩაერთვება. პროექტების განხოციელება მათი ხელმოწერისთანავე, მიმდინარე წელს, დაიწყება.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის წარმატებული პროექტების სიის მიხედვით, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით, წელს 5 პროექტი დაფინანსდა. აქედან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას 2 პროექტში მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის მონაცემებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით, თესაუ საქართველოს 39 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის მე-6 ადგილს იკავებს.