იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ ევროკომისიის ორ პროექტში პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით ჩაერთვება

  ევროკომისიის მიერ  დაფინანსებული 2017 წლის  პროექტების სია ცნობილია.  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკომისიის ორ პროექტში, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, ჩაერთვება.       პროექტების განხოციელება  მათი ხელმოწერისთანავე, მიმდინარე წელს, დაიწყება.

       ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის წარმატებული პროექტების სიის მიხედვით, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით, წელს 5 პროექტი დაფინანსდა. აქედან  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას 2 პროექტში  მიიღებს.

      შეგახსენებთ, რომ  2016 წლის მონაცემებით,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების  რაოდენობის  მიხედვით, თესაუ საქართველოს 39 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის მე-6 ადგილს იკავებს.  

 
მნახველთა რაოდენობა: 7044
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.