2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიაგეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„ისინი ჩვენი სამშობლოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ეს გმირობა არასოდეს დაგვავიწყდეს,“ -განაცხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მზია მაისურაძემ.
რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის 7აგვისტოს დაიწყო, როდესაც რუსეთის რეგულარულმა არმიამ საქართველოს საზღვარი გადმოლახა. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს დაღუპულია შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე.