იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში,  სწავლას ბაკალავრიატის  შვიდ  საგანმანათლებლო პროგრამაზე, სახელმწიფო დააფინანსებს.

ამის შესახებ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უკვე აცნობა.

2017 წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული  აბიტურიენტების სწავლის საფასურს სახელმწიფო  შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფარავს:

ისტორია - 60 ადგილი;

ქართული ენა და ლიტერატურა - 30 ადგილი;

ბიოლოგია - 25 ადგილი;

სასურსათო ტექნოლოგია - 50 ადგილი;

მათემატიკა - 15 ადგილი;

დაწყებითი განათლება  - 25 ადგილი;

ეკონომიკა - 25 ადგილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 7535
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.