იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები უნივერსიტეტს დაემშვიდობნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს  ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები საზეიმოდ  დაემშვიდობნენ.

განათლების, აგრარულ  და ზუსტ და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტებს სწავლის  დასრულება უნივერსიტეტის რექტორმა  მიულოცა.  

„ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარეთ ახალი ცოდნის ათვისებაში, ჯერი თქვენზეა“,--განაცხადა ირმა შიოშვილმა.

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულების  გაცილებას შესაბამისი ფაკულტეტების  დეკანები,  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსიც ესწრებოდნენ.

სტუდენტების საზეიმო  გაცილება  უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით  ყოველწლიურად ტარდება. 

 
მნახველთა რაოდენობა: 5031
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.