იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილა.
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსელებს სწავლის დასრულება უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა მიულოცა.
„თქვენს ცხოვრებაში პროფესიის დაუფლების ეტაპი დასრულდა. დგება დრო, როცა მიღებული ცოდნა ქვეყანას უნდა მოახმაროთ“, - განაცხადა რექტორმა.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებმაც მიმართეს.
სტუდენტების გაცილების საზეიმო ღონისძიებები უნივერსიტეტში სამ დღეს გაგრძელდება.