იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის განსახორციელებლად, ერასმუს+-ის დაფინანსება მოიპოვა.
ერასმუს+დაფინანსებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პატრნიორი ხორვატიის რესპუბლიკის ქალაქ პოჟეგას უნივერსიტეტი იქნება. ერთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლის გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ.
პროექტის აქტივობები 2017-2018 აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელდება.