იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 20 ივნისს ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა თელავის მუნიციპალიტეტში არსებულმა საოჯახო ტიპის მარნებმა მიიღეს.
ფესტივალი შემეცნებით ხასიათს ატარებდა. ღვინის მწარმოებლები დაინტერესებულ პირებს იმის შესახებ ესაუბრნენ, თუ როგორ მზადდება გლეხური, კასრის და ევროპული ღვინოები.
ფესტივალის მიზანი იყო აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინფორმირება ღვინის დამზადების ტექნოლოგიების და ბაზრის მოთხოვნის შესახებ.
ღვინის ფესტივალი თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, თანამშრომლები და ღვინის მწარმოებლები დაესწრნენ.
თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა 2017 წლის ოქტომბერში ღვინის მასშტაბური ფესტივალის ჩატარებას გეგმავს.