15 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა დისკუსია თემაზე- ,, უმაღლესი განათლების პოლიტიკა საქართველოში, არსებული გამოწვევები და სავარაუდო გადაჭრის გზები“, რომელშიც მონაწილეობა ,,საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების“ წარმომადგენლებმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებში აქტუალური პრობლემების გამოვლენა, მათი ცნობიერების დონის ამაღლება და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ახალგაზრდების გააქტიურება.
აღნიშნული დისკუსია, საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტების პროექტის- „სტუდენტები საქართველოდან“ -ფარგლებში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ხორციელდება.
პროექტი ემსახურება სტუდენტების პრობლემების წინ წამოწევას საზოგადოებაში და მათი გადაჭრის გზების მოძიებას, სტუდენტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, ექსპერტებთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად.
ასევე, ტარდება კვლევა საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში, სტუდენტების პრობლემების და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიმართ მათი დამოკიდებულების გამოვლენის მიზნით.