,,2017 წლის იუბილარი კლასიკოსები,"-ამ სახელწოდების ლიტერატურული საღამო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედმა სტუდენტებმა გამართეს.
ახალგაზრდებმა ღონისძიებაზე იმ კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები წაიკითხეს, რომლებსაც იუბილე 2017 წელს აქვთ. შესრულდა სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნომრებიც.
ლიტერატურული საღამო სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით ჩატარდა. ტრადიციას- ,,წლის იუბილარი კლასიკოსები“-თესაუ-ს ,,სტუდენტურმა ერთობამ“ ჩაუყარა საფუძველი.
ღონისძიებას, რომელიც 14 ივნისს, ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში, გაიმართა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე მოსიაშვილი, თესაუ-ს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები დაესწრნენ.