იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ინტელექტუალური თამაშის თესაუ-ს სტუდენტური ლიგის ფინალური შეხვედრა

   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 7 ივნისს, ინტელექტუალური თამაშის-,,რა? სად? როდის?“- ფინალური შეხვედრა გაიმართა. გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს 4 გუნდი დაუპირისპირდა. 
  დაძაბული შეჯიბრის შემდეგ, რომელიც 10 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, თესაუ-ს ჩემპიონის ტიტული გუნდმა-,,404“- მოიპოვა, საუკეთესო მოთამაშედ კი, გუნდი ,,69“-ის წარმომადგენელი, დათო ყალანდრიშვილი, დასახელდა.
   პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები, სიგელებთან ერთად, ქართულ და ინგლისურენოვანი წიგნებით დაჯილდოვდნენ.
  ინტელექტუალური თამაშის სტუდენტური ლიგა თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.  ჩემპიონატში მონაწილეობას სულ 8 გუნდი იღებდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3885