იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“-პროექტის წარმომადგენლებმა თესაუ-ს ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს

       პროექტის- ,,კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ (ASB)   - წარმომადგენლებმა  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას  6 ივნისს საჩუქრად წიგნები, პროგრამის მონაწილეებს  კი, სერტიფიკატები გადასცეს.

      შეხვედრა თესაუ-ს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა, სადაც  სალექციო კურსი, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2017 წლის მეორე სემესტრიდან უკვე მიმდინარეობს.  ,,კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“-, როგორც არჩევითი სასწავლო კურსი, ახალი სასწავლო წლიდან  თესაუ-ს ყველა ფაკულტეტზე დაინერგება.

        პროექტი (ASB) საქართველოს 6 უნივერსიტეტში  მათ შორის , თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, ამოქმედდა.   პროგრამის   მიზანია უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრება და კატასტროფის რისკის შემცირების ხელშეწყობა,  ,,სენდაის“  ჩარჩო ხელშეკრულების თანახმად.

 
მნახველთა რაოდენობა: 3962