თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ორი სტუდენტი, მომავალი სასწავლო წლიდან იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში ისწავლის. შეთანხმება ამის შესახებ, უნივერსიტეტის რექტორის ტუშას უნივერსიტეტში სტუმრობის დროს შედგა.
ტუშას უნივერსიტეტში სტუმრობის დროს უნივერსიტეტის რექტორი აგრარული ფაკულტეტის მუშაობასა და უნივერსიტეტის მართვის სისტემას გაეცნო. გაიმართა მოლაპარაკება ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შექმნის შესახებ, რომლის საშუალებითაც თელავის უნივერსიტეტის დოქტორანტები იტალიაში კვლევების განხორციელებას შეძლებენ. რექტორმა აგრარული ფაკულტეტის საცდელი ნაკვეთიც დაათვალიერა.
ირმა შიოშვილი იტალიაში 29 მაისიდან 2 ივნისამდე, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა.
ტუშასა და თელავის უნივერსიტეტებს შორის მრავალწლიანი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული.