5 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XIX (75-ე) სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
შეხვედრა თესაუ-ს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ნუნუ გელდიაშვილმა, გახსნა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2016 წლის სამეცნიერო შრომების კრებულის პრეზენტაციის შემდეგ, კონფერენციის მუშაობა სექციებში გაგრძელდა.
თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენციის შედეგები სექციების ხელმძღვანელებმა და საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ შეაჯამეს. შეხვედრის ბოლოს კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა საუკეთესო კვლევები თესაუ-ს 2017 წლის შრომების კრებულში დაიბეჭდება.