იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„რელიგიის თავისუფლება საქართველოში“-საჯარო ლექცია თესაუ-ში

     ,,ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) 2016 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო ახალი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

      აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 19 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ჩატარდა საჯარო ლექცია -„რელიგიის თავისუფლება საქართველოში“.

       ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, გიორგი მელაძემ,  თესაუ-ს სტუდენტებს იმის შესახებ ესაუბრა, თუ საქართველოს კონსტიტუცია როგორ იცავს რწმენის პერსონალურ სივრცეს და მის საჯაროდ გამოხატვას.

        ლექციაზე  განხილულ იქნა უახლოეს წარსულში საქართველოში  განვითარებული პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესები, რომელიც რელიგიის თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, ასევე,-  რელიგიური შეუწყნარებლობის და დაპირისპირებების მაგალითები.

       ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრების და ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3829