8 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ,,საქართველოს ბიბლიოთეკის კვირეულის“ ფარგლებში, ღონისძიება- ,,მკითხველი, ბიბლიოთეკა, გამომცემლობა-“ გაიმართა.
შეხვედრა თესაუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ნანა ყარაულაშვილმა, გახსნა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი გამომცემლობების: ,,წიგნი+ერი“-სა და ,,ემ-პი-ჯი“-ს გენერალურმა დირექტორმა, მზია რაზმაძემ, აღნიშნული გამომცემლობების სერვისების და ახალი გამოცემების შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებას თესაუ-ს რექტორის მოადგილე ნუნუ გელდიაშვილი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
ბიბლიოთეკის ფოიეში სხვადასხვა თემატიკის წიგნების პრეზენტაცია და გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
კვირეული, 28 აპრილიდან, ,,საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის“ ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს.