იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები

        5 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  აკადემიური საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე,  საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდა.

       უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2 წევრის  უფლებამოსილების ვადის გასვლასთან  დაკავშირებით, არჩევნები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე დაინიშნა.

      ორივე ფაკულტეტზე კენჭს თითო-თითო კანდიდატი იყრიდა.

      სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე 25 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 21-მა ამომრჩეველმა მიიღო და ყველა მათგანმა ხმა ასოცირებულ პროფესორ ნინო კახაშვილს მისცა.

      აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 16 -დან  10 ამომრჩეველი გამოცხადდა.  ათივე ხმა პროფესორმა გიული ანდრონიკაშვილმა მიიღო.

      არჩევნების შედეგების მიხედვით,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები გახდნენ:  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტიდან- ასოცირებული  პროფესორი ნინო კახაშვილი და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან-პროფესორი გიული ანდრონიკაშვილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 4018