27 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტემპუსის პროექტის- ,,კურიკულუმის განვითარება და რეგიონული სასწავლო პლატფორმის დაფუძნება, ჰემატოლოგიის სწავლების გაუმჯობესების მიზნით, საბუნებისმეტყველო და სამედიცინო დარგებისათვის” -ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაში პროექტის კოორდინატორი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ფორაქიშვილი, პროექტის ვიცე-კოორდინატორი პროფესორი პიტერ ლიდიარდი, პროფესორი ჯონ მერფი და პროექტის მონაწილეები საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან დაესწრნენ. მათ შორის იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი.
პროფესორმა ნინო ფორაქიშვილმა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი საქმიან დისკუსიას დაეთმო.