თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, პროექტის- „საზოგადოებრივი პროკურატურა“-ფარგლებში, 21 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
„საზოგადოებრივი პროკურატურა“ პროკურატურის ერთ-ერთი პროექტია, რომლის მიზანია დანაშაულის პრევენცია, პროკურატურის გამჭვირვალობის გაზრდა და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის ამაღლება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო პერიოდში ავტოსატრანსპორტო დანაშაულებები და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევები დიდ პრობლემას წარმოადგენს.
პროექტის მონაწილეებს სატრანსპორტო დანაშაულებების და ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია პროკურატურის, საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა მიაწოდეს.
შეხვედრას საჯარო სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეები, თესაუ-ს სტუდენტები, თანამშრომლები და რეგიონში მცხოვრები ახალბედა მძღოლები დაესწრნენ.