იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ილიაუნის „პოეზიის აფთიაქის“ კონკურსი „პოეზიის ა(მ)ბები“

       13 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ილიაუნის „პოეზიის აფთიაქის“ კონკურსის -
„პოეზიის ა(მ)ბების“-პრეზენტაცია გაიმართა.
       პროექტი  კონკურსის იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა, ილიაუნის პროფესორმა, პოეტმა ცირა ბარბაქაძემ, კონკურსის კოორდინატორმა თელავის უნივერსიტეტში, თელავის ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, პოეტმა ნუციკო დეკანოზიშვილმა (ნინო გოგიაშვილი) და „პოეზიის აფთიაქმა“ წარადგინეს.
        როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა,  კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სტუდენტს და ახალგაზრდას, 30 წლამდე.  კვალიფიციური ჟიური განიხილავს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომელთათვისაც   პრემიას,  ჯილდოებს  და პრიზებს  მხარდამჭერები და  ჟიურის წევრები დააწესებენ.

     კონკურსის შემდეგ გამოიცემა კრებული „პოეზიის ა(მ)ბები“, რომელშიც  ჟიურის მიერ შერჩეული  ლექსები შევა. ასევე, მოეწყობა წიგნის პრეზენტაცია და დაჯილდოება.

      ტექსტები1 აპრილიდან 7 მაისამდე  უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: poetryclub@iliauni.edu.ge

    დაწვრილებითი ინფორმაციისთვის: poetryclub@iliauni.edu.ge

   

    თესაუ-ში შეხვედრის მეორე ნაწილი ილიაუნის „პოეზიის აფთიაქის“ და თელავის უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის წევრების პოეზიას დაეთმო.

 
მნახველთა რაოდენობა: 3823