6 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა ტრენინგი, ევროკომისიის პროექტი ,,DARE“- ს ფარგლებში.
შეხვედრის მიზანი იყო თესაუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, კერძოდ, ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობის გაზრდა.
ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტის წევრები: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, თამარ ასლანიშვილი და პროექტის კოორდინატორი, საერთაშორისო განათლების ცენტრის თელავის ოფისის ხელმძღვანელი, სოფიო არსენიშვილი. შეხვედრის მონაწილეები, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ, აქტიურად იყვნენ ჩართული ტრენერების მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა სახის აქტივობებში.
ევროკომისიის პროექტი ,,DARE“ მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობების და ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის თესაუ-ში ხელსაყრელი პირობების შექმნას, რომელშიც, ევროპის სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქტიურადაა ჩართული.