იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი გარდაცვალების შემდეგ იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა

      ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი, მწერალი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ლექტორი, გიორგი ჯავახიშვილი, მეცნიერებასა და საგანმანათლებლო სივრცეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა (გარდაცვალების შემდეგ).

      გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ამ დადგენილების შესახებ   გიორგი ჯავახიშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომელიც გორის უნივერსიტეტში ჩატარდა.

        ცხოვრების და  მოღვაწეობის დიდი ნაწილი ცნობილმა მეცნიერმა, ასისტენტობიდან-დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭებამდე, მშობლიურ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაატარა.  მრავალფეროვანია გიორგი ჯავახიშვილის  კვლევის სფერო: ლიტერატურათ მცოდნეობა, ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, წიგნთმცოდნეობა, ჟურნალისტიკა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5261
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'