ლინცის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორმა, იან ბოჰმა, 11 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
პრეზენტაცია ლინცის უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ადმინისტრაციულ სტრუქტურას, სასწავლო კურსებს, ტრენინგებს და საერთაშორისო პროგრამებს შეეხო.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, ლინცის (ავსტრია) უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. თესაუ-ს სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები სასწავლებლად, თუ ლექციების ჩასატარებლად ავსტრიის უნივერსიტეტს ხშირად სტუმრობენ. პროფესორმა იან ბოჰმა, რომელიც თელავის უნივერსიტეტში საპასუხო ვიზიტით იმყოფება, დღევანდელი შეხვედრაც ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში გამართა.