იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თესაუ-ს სტუმრობდა

      ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, არჩილ ყარაულაშვილი,  „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“  წარმომადგენლებთან ერთად,  7 აპრილს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტს სტუმრობდა.  

       მინისტრის მოადგილემ  ჩრდილო- ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული მითების და რეალობის, ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის და ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნატოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო უსაფრთხოება, არამედ,-დემოკრატიული ღირებულებები და კანონის უზენაესობა.

        დისკუსიას რექტორის მოადგილე, ალექსანდრე მოსიაშვილი, თვითმმართველი ქალაქ თელავის  მერი, პლატონ კალმახელიძე, თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

         საჯარო შეხვედრები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო სკოლებში და სხვა დაწესებულებებში  ნატოს კვირეულის ფარგლებში იმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4220