იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 6 აპრილს, თესაუ-ში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობა თელავის ანსამბლმა ,,ჭადარმაც“ მიიღო.
კონცერტიდან შესული თანხა ორ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს და ერთ სტუდენტს მოხმარდება.
თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა საქველმოქმედო აქციებს ყოველ წელს, სააღდგომოდ, მართავს. სტუდენტები, საკუთარი ძალებით, თუ სხვადასხვა კომპანიების და ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით, გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტით, ტანსაცმლით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით და თანხით ეხმარებიან.