იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქველმოქმედო კონცერტი თესაუ-ში

       იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 6 აპრილს, თესაუ-ში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

       უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობა თელავის ანსამბლმა ,,ჭადარმაც“ მიიღო.

      კონცერტიდან შესული თანხა ორ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს და ერთ სტუდენტს მოხმარდება.

      თესაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა საქველმოქმედო აქციებს ყოველ წელს, სააღდგომოდ,  მართავს.  სტუდენტები,  საკუთარი ძალებით, თუ სხვადასხვა კომპანიების და  ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით,  გაჭირვებულ ოჯახებს  პროდუქტით, ტანსაცმლით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით და თანხით ეხმარებიან. 

 
მნახველთა რაოდენობა: 4669
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.