იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რიცხვი გაიზარდა

    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სწავლის მსურველთა რაოდენობის  ზრდის ტენდენცია  ნარჩუნდება.  მიმდინარე წელს თესაუ-ში 3 456  აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

      გასულ წელს თელავის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 3 370-მა  ახალგაზრდამ  გამოთქვა.

      აღსანიშნავია, რომ  მიმდინარე წელს თესაუ-ს ორი ახალი, სამართალმცოდნეობის და ეკონომიკის, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შეემატა.

        თელავის უნივერსიტეტში სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამებიც ფუნქციონირებს: ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, დაწყებითი განათლება და სასურსათო ტექნოლოგია.

 
მნახველთა რაოდენობა: 5639