იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ მიქელაძე, ერასმუს + აკადემიური მობილობის ფარგლებში, 2017 წლის 26 მარტიდან 2 აპრილამდე, ავსტრიის ქალაქ ლინცში, განათლების უნივერსიტეტში, იმყოფებოდა.
,,საქართველოს განათლების სისტემა, ქართული კულტურული ღირებულებები და იდენტობა, ნდობა და განათლება“,-ამ თემაზე თესაუ-ს პროფესორმა ლექცია განათლების სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებთან ჩაატარა. ლექციამ, როგორც სტუდენტებში, ასევე - ლექტორებში, დიდი ინტერესი გამოიწვია.
ავსტრიაში ვიზიტის დროს თამარ მიქელაძემ ლინცის ერთ-ერთ სკოლაში, ელემენტარულ და საბაზისო საფეხურებზე, ინგლისური ენის სწავლების პრაქტიკასა და მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
თესაუ-ს ლექციებს ლინცის განათლების უნივერსიტეტში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, გვანცა მოლაშვილიც, დაესწრო, რომელიც უკვე მესამე თვეა, ერასმუს + ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ავსტრიაში იმყოფება.