იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორებმა თესაუ-ს პროფესორების საერთაშორისო ლინგვისტურ კონგრესში რეგულარულად ჩართვის სურვილი გამოთქვეს

  ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების საერთაშორისო ლინგვისტურ კონგრესში რეგულარულად ჩართვის სურვილი გამოთქვეს.

  რიგით მეათე კონგრესი LIGTRa-2017, გერმანიაში, ლაიფციგის უნივერსიტეტში 12-16 მარტს ჩატარდა.მოხსენენებით კოლეგების წინაშე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ცისანა მოდებაძე და ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ინგა ტყემალაძე წარდგნენ.

  ცისანა მოდებაძის მოხსენებამ თემაზე,  „ზმნების თარგმნის პრობლემები და შინაარსის თანხვედრა სხვადასხვა ოჯახის ენებში“და  ინგა ტყემალაძის ნამუშევარმა „თარგმნის ხარისხი, თარგმნის დროს დაშვებული შეცდომების შეფასება ინგლისურ და ფრანგულ ენებში“, კონგრესზე დამსწრე სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა  დიდი დაინტერესება  გამოიწვია. 

 ღონისძიების ორგანიზატორები ლაიპციგის უნივერსიტეტის პროფესორები: კარსტენ ზინერი, ქრისტინე პააშ-კაიზერი და იოჰანეს ჰერტელი იყვნენ.  კონგრესს „თარგმანი ციფრულ საუკუნეში“ ეწოდებოდა.

  ლინგვისტური კონგრესი ლაიპციგის უნივერსიტეტში   1965 წლიდან  იმართება და თარგმანის პრობლემებს ეძღვნება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6801