იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლიტვაში, ვილნიუსის ბიზნეს-კოლეჯი , ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით, ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას შექმნიან.
ამის შესახებ თელავის უნივერსიტეტის პროფესორების, ნანა რინკიაშვილისა და ია ჯიმშიტაშვილის ვილნიუსში სტუმრობის დროს გახდა ცნობილი, რომლებიც 2017 წლის 20-25 მარტს ლიტვაში ერასმუს + პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ.
თესაუ-ს პროფესორებმა შეხვედრები ვილნიუსის ბიზნეს- კოლეჯის ადმინისტრაციასთან, საერთაშორისო განყოფილების, ხარისხის მართვის განყოფილების ხელმძღვანელებთან და ლექტორებთან გამართეს. ია ჯიმშიტაშვილი და ნანა რინკიაშვილი კოლეჯის შიდა მართვის და დოკუმენტბრუნვის ელექტონულ სისტემებს, შეფასებისა და ტრანსფერის (ECTS) სისტემა- პროცედურებს გაეცნენ.
საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, ლიტველმა პროფესორებმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამეცნიერო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ერთობლივი პროექტი, რომელიც აკადემიური პერსონალის, სტუდენტთა გაცვლას და ტრენინგ-სემინარებს ითვალსიწინებს უკვე დასაფინანსებლადაა წარდგენილი.
თესაუ-ს პროფესორებმა ვილნიუსის ბიზნეს-კოლეჯში სალექციო კურსიც ჩაატარეს.