იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორებს ბირმინჰემის უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან ქართული ხელნაწერების ფოტოფირების საქართველოში ჩამოტანის საშუალება მიეცათ

  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ბირმინჰემის უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან ქართული ხელნაწერების ფოტოფირების საქართველოში ჩამოტანის საშუალება მიეცათ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ამ კოლექციას დღემდე არ ფლობდა.

  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,  ქეთევან გიგაშვილი და მოწვეული პროფესორი მაია ნინიძე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა“  ფარგლებში,  2017 წლის 20-23 მარტს,  დიდ ბრიტანეთში, ბირმინჰემის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. 

  ბირმინჰემის მეათე საერთაშორისო კოლოკვიუმზე მეცნიერებმა მოხსენება  - „სახარებისა და ლიტურგიკული ძეგლების ძველი ქართული ხელნაწერები და გამოცემები“  წარადგინეს.

  პროექტის მიმდინარეობაზე, უკვე ჩატარებულ სამუშაოებსა და ერთობლივი სამომავლო გეგმების თაობაზე, სამუშაო შეხვედრა პროექტის უცხოელ კონსულტანტ, დევიდ ჩარლზ პარკერთან გაიმართა. კონსულტანტთან ერთად შედგა ბირმინჰემის უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სტუმრობაც.

  ქართველმა პროფესორებმა კოლოკვიუმის მუშაობაში  მიიღეს მონაწილეობა და უცხოელ კოლეგებთან საერთაშორისო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწიეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3628
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'