31 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო სესია -ოთარ ჩხეიძე-,,რომანი და ისტორია“-გაიმართა.
სამეცნიერო სესიის მუშაობაში მონაწილეობა ოთარ ჩხეიძის შვილმა, როსტომ ჩხეიძემ, თესაუ-ს პროფესორებმა და სტუმრებმა მიიღეს.
მეცნიერთა მოხსენებები ოთარ ჩხეიძის თვალით დანახულ ვასილ ბარნოვის ცხოვრებას, შემოქმედებას, მწერლის ენობრივ სამყაროს და სხვა საინტერესო თემატიკას შეეხებოდა.
სამეცნიერო სესიას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
როსტომ ჩხეიძემ შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიური თხზულებანის მე-3 და მე-4 ტომები გადასცა, რომლის რედაქტორიც თავად როსტომ ჩხეიძეა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოთარ ჩხეიძის კვლევის ცენტრი.