იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში” პროექტის დასკვნითი შეხვედრა

      28-29 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა enpard-ის პროექტის - ,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში”-  დასკვნით შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.        

      შეხვედრის მიზანი რეგიონულ ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარება, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება და პროექტის მიერ განხორციელებული საქმიანობებების შეფასება იყო.

      სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა  ინფორმაცია  პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და მიღწევების შესახებ მიიღეს , ასევე,  კვლევების შედეგები,   მიღებული გამოცდილება და  მომავალში გასათვალისწინებელი საკითხები განიხილეს.

 

    29 მარტს დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოინახულეს, რომელიც

 საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (grdd of gipa), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთოვრობო ორგანიზაციების ქსელისა (cenn) და pmc კვლევით ცენტრთან პარტნიორობით მოეწყო.

 
მნახველთა რაოდენობა: 3790