ტემპუსის საერთაშორისო პროექტის -ერასმუს+ -აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 12-18 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მარიამ ზაქარიაშვილი და რუსუდან ფირანიშვილი , ბულგარეთის, რუსეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ვიზიტის დროს თესაუ-ს პროფესორებმა შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენლებთან და კოლეგებთან გამართეს.
მარიამ ზაქარიაშვილმა და რუსუდან ფირანიშვილმა პრეზენტაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ გააკეთეს და ლექციები ჩაატარეს. თესაუ-ს პროფესორებმა რუსეს უნივერსიტეტის ლაბორატორიები, მუზეუმები, დაათვალიერეს და სამომავლო, ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივებიც დასახეს.
საპასუხო ვიზიტით თესაუ-ს მაისის თვეში რუსეს უნივერსიტეტის ორი პროფესორი ესტუმრება.