საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა თესაუ-ში ტრენინგი ბიოწარმოების და ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესახებ გამართა

      20 მარტს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (GIPA) ხელმძღვანელი, ნანა ქაშაკაშვილი,  სტუმრობდნენ.

         სტუმრებმა  თესაუ-ს სადემონსტრაციო ნაკვეთი,  ნიადაგის კვლევის ლაბორატორია მოინახულეს და  უნივერსიტეტში  ტრენინგი ბიოწარმოების და ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესახებ გამართეს.

        შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. ირმა შიოშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.

       ტრენინგს, რომელსაც მინისტრი უძღვებოდა, თესაუ-ს აგრარულ  და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ. დეკანებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების,  კვლევების და ფაკულტეტების მიერ ამ კუთხით განხორციელებული  წარმატებული პროექტების  შესახებ ისაუბრეს.

        გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის პრობლემებზე, კლიმატის ცვლილებებზე, გლობალურ დათბობაზე, ნაგავსაყრელებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

       ტრენინგი ENPARD-ის პროექტის-,,თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში”- ფარგლებში, გაიმართა. პროექტს  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი (GRDD of GIPA), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით, ახორციელებს.

       ENPARD-ის პროექტის მიზანია,  საერთაშორისო მოთხოვნების მიხედვით, სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებული რეგიონული საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაზრდა .  

 
მნახველთა რაოდენობა: 851
 
 
 
 
2017 ივნისი

3

4

8

9

10

11

12

13

14

17

18

19

21

24

25

26

27

28

29

30


2017 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.