იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
განათლება უსაფრთხოებისთვის-კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით

  2 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისთვის ტრენინგი-,,განათლება უსაფრთხოებისთვის-კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“-ჩატარდა.

   პროექტის მიზანია უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრება და კატასტროფის რისკის შემცირების ხელშეწყობა, ,,სენდაის”  ჩარჩო ხელშეკრულების თანახმად.

    პროექტის ფარგლებში, შემდეგი აქტივობები ხორციელდება: კატასტროფის რისკის შემცირების ინკლუზიური მიდგომის სასწავლო პროგრამის და გზამკვლევის შემუშავება, ჟურნალისტებისა და სახელმწიფო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებზე და სხვა.

   პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ.

 
მნახველთა რაოდენობა: 5080
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.