იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ და თესაუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
  მემორანდუმი სალექციო კურსის ჩატარებას, პრაქტიკულ მეცადინეობებს და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომელსაც აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თესაუ-ს პროფესორ მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის ჩაატარებენ.

29 სექტემბერს, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ ბავშვთა ადრეული განვითარების ექსპერტმა, ცირა ბარქაიამ, პირველი ლექცია განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ ჩაატარა.
  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-6 ბავშვი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, თუმცა ამ მიმართულებით, კლების ტენდენცია ფიქსირდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 5792
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.